logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრმა დაბა ბაკურიანში ახალი საბაგირო დაათვალიერა
- +

11 თებერვალი. 2023. 18:59

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან ერთად საკურორტო კომპლექსში მდებარე ავსტრიული კომპანიის „დოპელმაიერის“ ფირმის ახალი საბაგიროები დაათვალიერა. აღნიშნული პროექტი კერძო ინვესტიციით განხორციელდა.

 

გონდოლის ტიპის 1200-მეტრიან საბაგიროს ახალ საბაგირომდე მისასვლელად 6-7 წუთი სჭირდება. რაც შეეხება ახალ, დასაჯდომ საბაგიროს, რომელიც 1000-მეტრია, იგი ქარისა და წვიმისაგან დასაცავად დახურული ტიპისაა და დანიშნულების ადგილამდე მისვლას  5-6 წუთი სჭირდება.

 

საბაგიროები ევროპულმა კომპანიებმა „LV Service“-მა და „snowpro“-მ ააშენეს.

 

ახალი საბაგირო გზა ბაკურიანში არსებულ ოთხ სათხილამურო ტრასას (მიტარბი, კოხტა, დიდველი და ტატრაპომა) დააკავშირებს.

 

აღნიშნული პროექტისთვის 5 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner