თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.
უწყების ცნობით, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დაუდასტურეს ქალაქ გაზიანტებში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქის, ი.პ.-ს გარდაცვალების შესახებ.
ამ დროისთვის თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს ხუთი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი.