logo_geo
eng_logo
თურქეთში შენობების უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის საქმეზე 12 ადამიანი დააკავეს
- +

12 თებერვალი. 2023. 13:45

 

 

თურქეთში შენობების უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის საქმეზე 12 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ბრიტანული The Guardian ავრცელებს.

 

დაკავებულებს შორის არიან კონტრაქტორები. 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, თურქეთში 6 ათასამდე შენობა დაინგრა.

 

მშენებლობების ხარისხთან დაკავშირებით ქვეყანაში გამოძიება უკვე დაწყებულია. თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ 10 პროვინციაში საგამოძიებო ჯგუფების შექმნის განკარგულება გასცა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner