logo_geo
eng_logo
ლავროვი: აშშ აღიარებს, რომ „ჩრდილოეთ ნაკადის“ აფეთქებებში მათი ხელი ურევია
- +

12 თებერვალი. 2023. 17:30

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ამერიკის შეერთებული შტატები „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენის აფეთქებაში დაადანაშაულა. 

 

„ფაქტობრივად, ამერიკელი ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ აფეთქებებში, რომლებიც მოხდა „ჩრდილოეთ ნაკად 1“-სა და „ჩრდილოეთ ნაკად 2“-ზე, მათი ხელი ურევია, ახლა ამაზე სიამოვნებითაც კი საუბრობენ“, - განაცხადა ლავროვმა.

 

ცნობისთვის, აფეთქება მილსადენებზე გასული წლის 26 სექტემბერს მოხდა და გაზის გაჟონვა ერთდროულად 4 ადგილას დაიწყო. მომხდარზე გამოძიებას შვედეთი, დანია და გერმანია აწარმოებენ, მაგრამ მათ ჯერ რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. კრემლმა მომხდარს„ საერთაშორისო ტერორისტული აქტი“ უწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner