logo_geo
eng_logo
ბასილაშვილი ლესტიენთან დამარცხდა და როტერდამის ტურნირის ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
- +

12 თებერვალი. 2023. 20:40

 

 

ნიდერლანდებში, ქალაქ როტერდამში მიმდინარე ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა გუშინ  მაქს ჰოქსი ორ სეტში დაამარცხა და ფინალში გავიდა.

 

დღეს კი ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ფრანგი კონსტანტ ლესტიენი იყო, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირზე დაამარცხა.

 

ფრანგმა ჩოგბურთელმა რევანშის აღება მოახერხა, ნიკოლოზ ბასილაშვილს ორ სეტში 7:5, 6:4 მოუგო და ქართველი ჩოგბურთელი როტერდამის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 2 224 460 ევრო) ძირითად ბადეში ვერ გავიდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner