logo_geo
eng_logo
ლინა ბარათაშვილი: ყველაფერი არც ისე იდეალურად იყო, როგორადაც მე ვხედავდი
- +

30 აგვისტო. 2016. 10:42


პროექტ „დიდუბის პორტრეტების" ფარგლებში, თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობა საზოგადოებას პოეტსა და ჟურნალისტს, 74 წლის ლინა ბარათაშვილს წარუდგენს.


ბარათაშვილი რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორია. 1997 წელს გამოსცა „მზითვის წიგნი". ასევე  2000 წელს  გამოსცა წიგნი სახელწოდებით „საქართველოში იბადებოდნენ", რომელსაც განათლების სამინისტრომ გრიფი მიანიჭა და საშუალო სკოლებში დამხმარე სახელმძღვანელოდ ცნო. ხოლო თავად ავტორს წიგნმა დავით აღმაშენებლის პრემია მოუტანა.


ლინა ბარათაშვილი ბორჯომში დაიბადა. ხარაგაულის პირველი სკოლის დამთავრების შემდეგ კი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა.


ბარათაშვილი საქართველოს მწერალთა კავშირის, ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირისა და ქალთა საბჭოს წევრია. ამასთანავე, იგი საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტია. მიღებული აქვს დავით აღმაშენებლის, ნიკო ნიკოლაძის სახელობისა და ბავშვთა საერთაშორისო ფონდის პრემიები.​


მწერალს  მიაჩნია, რომ პოეზია სულის სალბუნი და მისი ძალიან დიდი მეგობარია, რადგან ყველაფერს იტევს: სიხარულს, წყენასა თუ მწუხარებას. პოეზია ადამიანს ამხნევებს და აიმედებს.​პოეტის აზრით, ძალიან საინტერესო ფენომენია ქალი პოეტი, მისი გრძნობები ძალიან ფაქიზია.

 

ჩემს ოჯახში რძალ-დედამთილს, ნათესავებსა და მშობლებს შორის სიყვარულის ტრადიცია იყო. როცა ოჯახიდან საზოგადო ასპარეზზე გამოვედი, დავინახე, რომ ყველაფერი არც ისე იდეალურად იყო, როგორადაც მე ვხედავდი. სწორედ ამ განცდამ დამაწერინა ეს წიგნი.

 

ფიქრობ, რომ ქალსა და მამაკაც პოეტებს შორის განსხვავებაა. ქალი უფრო სათუთია, დედაა, მეუღლეა... თავად ლექსი კი ზეციური შთაგონებაა და „ზემოდან" მოდის. არ იცი, როდის გეწვევა მუზა და აგაფორიაქებს", - ამბობს ბარათაშვილი და დასძენს, რომ მწერალს ერისა და ქვეყნის წინაშე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია.


​დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ წამოწყებული პროექტ „დიდუბის პორტრეტების" მიზანი რაიონში მცხოვრები ცნობილი და ნაკლებად ცნობილი სახეების წარმოჩენაა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner