„ევროკავშირის პოლიტიკური სტრუქტურის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება ადასტურებს, თუ რა პოზიციაზე დგას დღეს საქართველო მსოფლიოში", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.
„ევროკომისიის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საქართველო არის ჩამოყალიბებული ქვეყანა, რომელმაც მძლავრი ნაბიჯები გადადგა წინ. იმედია განხილვა, რომელიც ბოლომდე უკვე პარლამენტარებმა უნდა მიიყვანონ, ჩვენი ქვეყნისთვის პოზიტიური იქნება", - აღნიშნა ვოლსკიმ.
ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს და ევროპარლამენტს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესების წინადადებით მიმართა.