logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ევროკომისიის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საქართველო არის ჩამოყალიბებული ქვეყანა
- +

9 მარტი. 2016. 22:46


„ევროკავშირის პოლიტიკური სტრუქტურის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება ადასტურებს, თუ რა პოზიციაზე დგას დღეს საქართველო მსოფლიოში", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.


„ევროკომისიის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საქართველო არის ჩამოყალიბებული ქვეყანა, რომელმაც მძლავრი ნაბიჯები გადადგა წინ. იმედია განხილვა, რომელიც ბოლომდე უკვე პარლამენტარებმა უნდა მიიყვანონ, ჩვენი ქვეყნისთვის პოზიტიური იქნება", - აღნიშნა ვოლსკიმ.


ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს და ევროპარლამენტს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესების წინადადებით მიმართა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner