logo_geo
eng_logo
ლევან გიგინეიშვილი: ევროპა ახალი პოლიტბიურო კი არ არის. კრიტიკული დამოკიდებულება ევროპული ცივილიზაციის ასპექტია
- +

13 თებერვალი. 2023. 01:25

 

 

„ევროპა არის მუდმივი ქმნადობა. ყოველ მოცემულ ვითარებაში ხელახლა ქმნი სახარებისეულ ჭეშმარიტ რეალობას", - ამის შესახებ პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

ის ასევე გამოეხმაურა მოსაზრებას, რომ ევროპარლამენტარების კრიტიკა ობიექტურ ჭეშმარიტებად უნდა მივიღოთ.

 

„ეს ევროპული ტრადიციის საპირისპიროა. მონურად მიღება არაფრის არ შეიძლება. ევროპა ახალი პოლიტბიურო კი არ არის, რასაც ჩამძახებ, ის ამოვძახო. კრიტიკული დამოკიდებულება ევროპული ცივილიზაციის ასპექტი არის“, - აღნიშნავს გიგინეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner