„ევროპა არის მუდმივი ქმნადობა. ყოველ მოცემულ ვითარებაში ხელახლა ქმნი სახარებისეულ ჭეშმარიტ რეალობას", - ამის შესახებ პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
ის ასევე გამოეხმაურა მოსაზრებას, რომ ევროპარლამენტარების კრიტიკა ობიექტურ ჭეშმარიტებად უნდა მივიღოთ.
„ეს ევროპული ტრადიციის საპირისპიროა. მონურად მიღება არაფრის არ შეიძლება. ევროპა ახალი პოლიტბიურო კი არ არის, რასაც ჩამძახებ, ის ამოვძახო. კრიტიკული დამოკიდებულება ევროპული ცივილიზაციის ასპექტი არის“, - აღნიშნავს გიგინეიშვილმა.