logo_geo
eng_logo
ნორვეგიაში მეხის დაცემას 323 ირემი ემსხვერპლა
- +

30 აგვისტო. 2016. 10:45


როგორც BBC იუწყება, ნორვეგიაში, ჰარდანგერვიდის ნაციონალურ პარკში მეხის დაცემის შედეგად 323 ირემი დაიღუპა.


ნორვეგიის გარემოს დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ რეგიონს ძლიერი ჭექა-ქუხილი ორი დღის წინ დაატყდა თავს. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ჭექა-ქუხილის დროს ცხოველები შიშის გამო ერთად შეგროვდნენ.


ამჟამად ადგილზე პარკის თანამშრომლები მუშაობენ. ისინი დაღუპულ ცხოველებს აგროვებენ, რომლებიც შემდეგ ვეტერინარიის ინსტიტუტს ექსპერტიზისთვის გადაეცემათ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner