როგორც BBC იუწყება, ნორვეგიაში, ჰარდანგერვიდის ნაციონალურ პარკში მეხის დაცემის შედეგად 323 ირემი დაიღუპა.
ნორვეგიის გარემოს დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ რეგიონს ძლიერი ჭექა-ქუხილი ორი დღის წინ დაატყდა თავს. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ჭექა-ქუხილის დროს ცხოველები შიშის გამო ერთად შეგროვდნენ.
ამჟამად ადგილზე პარკის თანამშრომლები მუშაობენ. ისინი დაღუპულ ცხოველებს აგროვებენ, რომლებიც შემდეგ ვეტერინარიის ინსტიტუტს ექსპერტიზისთვის გადაეცემათ.