logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს პროგრესი, რაც ევროკავშირის და ნატო-ს შემდგომ ურთიერთობაში აუცილებლად უნდა აისახოს
- +

13 თებერვალი. 2023. 16:09

 

 

„არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, პირველი მომხსენებელი საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, რომელმაც საქართველო საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა, პრემიერის გამოსვლამ დამსწრე საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მან საერთაშორისო ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მოახდინა საქართველოს პოპულარიზება, მსოფლიოს საქართველოს როლი და ის მნიშვნელოვანი პროგრესი შეახსენა, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ ბოლო წლებში მიაღწია!“ - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

მისი თქმით, პრემიერის გამოსვლა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო:

 

„საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს: 2020 წელს 10,1%, 2021 წელს 10,5%, 2022 წელს შეიქმნა 200 000 ახალი სამუშაო ადგილი. საქართველო მიმზიდველია ბიზნესის კეთების კუთხით. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, საქართველო მე-3 ადგილზეა ყველაზე დაბალი საგადასახადო წნეხის მქონე ქვეყნებს შორის და ჯამური საგადასახადო განაკვეთი 9.9 პროცენტია. საქართველოს აქვს ოთხი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა. საქართველო კორუფციის აღქმის 2022 წლის ინდექსით, 41-ე ადგილზეა მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის.

 

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა ანაკლიის პორტის მშენებლობის აუცილებლობა, რომელიც მნიშვნელობაც ევროპისთვის და მსოფლიოსთვის შეუფასებელია. საქართველო ნამდვილ რეგიონულ ჰაბად იქცევა.

 

პრემიერის გამოსვლა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს პროგრესი, რაც ევროკავშირის და ნატო-ს შემდგომ ურთიერთობაში აუცილებლად უნდა აისახოს, პარტნიორებისგან რეალური ნაბიჯების გადადგმის დრო მოვიდა“, - ამბობს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner