logo_geo
eng_logo
გორში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
- +

13 თებერვალი. 2023. 18:37

 

 

გორში, სტალინის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

 

გარდაცვლილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მცხოვრები 58 წლის ნიკოლოზ ტლაშაძეა.

 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner