კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა მარკ ფეიგინის გადაცემაში საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის პეტრე ცისკარიშვილის მონაწილეობას ტვიტერზე ეხმაურება.
Фейгин live-ის ეთერში ვანო მერაბიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობდნენ.
„როგორც იქნა აუსრულა ფეიგინმა ვანოს ოცნება ორი გვამის შესახებ. მართალია ამჯერად მხოლოდ შოუში „Фейгин ТВ“, თუმცა გვამები სახეზე იყვნენ, ორივე. ანტურაჟი შესაფერისი - ენა რუსული, დასაწყისი მოსკოვის დროით. პროექტის კურატორი ლიუსია არესტოვიჩი, შემკვეთი ФСБ“, - წერს ხაინდრავა ტვიტერზე.