logo_geo
eng_logo
ზელენსკის შესახებ ბერლუსკონის სკანდალური განცხადების შემდეგ, იტალიის პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი
- +

13 თებერვალი. 2023. 19:54

 

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ კიდევ ერთხელ დაადასტურამისი მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, სილვიო ბერლუსკონიმ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ კრიტიკული განცხადებები გააკეთა.

იტალიის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ იტალიის მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას.

ბერლუსკონიმ, ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის ფარგლებში მელონისა და ზელენსკის შეხვედრის კომენტირებისას, განაცხადა, პრემიერ-მინისტრი რომ ყოფილიყო, ზელენსკის არ შეხვდებოდა.

ბერლუსკონის თქმით, ზელენსკის აღმოსავლეთ უკრაინის ორ რეგიონზე შეტევა რომ შეწყვიტა, რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე საერთოდ არ მოხდებოდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner