logo_geo
eng_logo
აშშ-ის კონგრესში რეზოლუცია დაინიცირდა, რომლის თანახმადაც აშშ-მა უნდა შეწყვიტოს უკრაინისათვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევა
- +

13 თებერვალი. 2023. 19:55

 

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, მეტ გეტციმ წარმომადგენელთა პალატაში რეზოლუცია წარადგინა, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-მა უნდა შეწყვიტოს უკრაინისათვის სამხედრო და ფინანსური დახმარება და მოუწოდებს ყველა მებრძოლ მხარეს, მიაღწიონ სამშვიდობო შეთანხმებას.

რეზოლუციას ათი თანასპონსორი ჰყავს. კერძოდ, „რესპუბლიკელი“ კონგრესმენები ენდი ბიგსი და პოლ გოსარი, ლორენ ბობერტი, მარჯორი ტეილორ გრინი, ანა პაულინა ლუნა, თომას მესი, მერი მილერი, ბარი მური, რალფ ნორმანი და მეთ როზენდეილი.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ალბათ დაივიწყა 2022 წლის მარტში გამოთქმული პროგნოზი, რომელიც ვარაუდობს, რომ უკრაინის სამხედრო ტექნიკით შეიარაღება კონფლიქტს „მესამე მსოფლიო ომში“ გადაიყვანს. ამერიკა მართული ვარდნის მდგომარეობაშია და ეს კიდევ უფრო გამწვავდება, თუ ჩვენ გავაგრძელებთ გადასახადის გადამხდელთა დოლარის ხარჯვას უცხოურ ომზე. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ყოველგვარი საგარეო დახმარება უკრაინის ომზე და მოვითხოვოთ, რომ ამ კონფლიქტის ყველა მებრძოლმა მხარემ დაუყოვნებლივ მიაღწიოს სამშვიდობო შეთანხმებას“, - აღნიშნა კონგრესმენმა მეტ გეტცმა.

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 2022 წლის 30 აგვისტოს მდგომარეობით შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის შეწირულმა საბრძოლო მასალამ საგრძნობლად ამოწურა შეერთებული შტატების მარაგი, რაც ასუსტებს შეერთებული შტატების მზადყოფნას კონფლიქტის შემთხვევაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner