logo_geo
eng_logo
Toronto Sun: კანადაში, კათოლიკურმა სკოლამ მოსწავლეს სტატუსი შეუჩერა მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს
- +

13 თებერვალი. 2023. 21:53

კანადაში, რენფრიუს კათოლიკურმა სკოლამ მოსწავლეს სტატუსი შეუჩერა და დააპატიმრებინა იგი მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს. ამის შესახებ ინფორმაციას Toronto Sun-ი ავრცელებს.

ჯოშ ალექსანდერს სტატუსი გასული წლის ნოემბერში შეუჩერდა იმ კომენტარისთვის, რომელიც მან საკლასო ოთახში გენდერის შესახებ გააკეთა. მას ასევე უთხრეს, რომ იგი სასწავლებელში იქამდე ვერ დაბრუნდებოდა, სანამ ამას არ უარყოფდა.

6 თებერვალს, ალექსანდერი სკოლაში დაბრუნდა, ვიცე-დირექროტს შეხვდა, რის შემდეგაც ის ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა.

როგორც კათოლიკური სკოლის მოსწავლემ Nation Post-თან ინტერვიუსში განაცხადა, მან გენდერთან დაკავშირებით კლასში მიმდინარე განხილვისას რამდენიმე კომენტარი გააკეთა.

„ვთქვი, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, რომ იბადები ან ქალად, ან მამაკაცად. ამის გამო გავეხვიე პრობლემებში“, - აღნიშნა ალექსანდერმა.

მისივე თქმით, იგი არასდროს ეძახის მის ტრანსგენდერ თანაკლასელებს იმ სახელით, რომელიც გარდასახვამდე ჰქონდათ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner