logo_geo
eng_logo
რუსეთში აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთის ტერიტორია. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს. „არ გაემგზავროთ რუსეთში რუსული სამხედრო ძალების მიერ უკრაინაში სრულმასშტაბური შეჭრის არაპროგნოზირებადი შედეგ
- +

13 თებერვალი. 2023. 22:39

"ნამდვილად არ მიხარია, უფრო მეტიც ძალიან ვწუხვარ, მაგრამ როგორც ამას ახლა BBC-სი აცხადებს, რუსები ნელ-ნელა ბახმუტს იკავებენ. რაო, რაო ეს რა თქვესო ? რა ხდება, BBC-ში გარუსდნენ თუ თავიდანვე რუსები იყვნენ?!" - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, BBC-ის სტატიის მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა ირკალი კობახიძემაც, თუმცა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რადიკალურმა ოპოზიციამ რუსული ნარატივის გავრცელებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ზედმეტად კეკლუცობას საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინ დაყენება და საზოგადოებისთვის სიმართლის თქმა სჯობს.

„ნამდვილად არ მიხარია, უფრო მეტიც ძალიან ვწუხვარ, მაგრამ როგორც ამას ახლა BBC-სი აცხადებს, რუსები ნელ-ნელა ბახმუტს იკავებენ. რაო, რაო ეს რა თქვესო ? რა ხდება, BBC-ში გარუსდნენ თუ თავიდანვე რუსები იყვნენ?! როცა ირაკლი კობახიძემ, თქვა რომ რუსებს სამხედრო მოქმედებების ხაზზე უპირატესობა აქვთო, გაგიჟდნენ რადიკალები, ეს რუსული ნარატივიაო, სხვათა შორის იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით თქვა რა განცხადებასაც ამერიკული და ბრიტანული წყაროები ავრცელებდნენ. ახლა ბრიტანელებმა, რუსები ბახმუტს იკავებენო, მსოფლიოში უმსხვილესი სამაუწყებლო კორპორაცია BBC-The British Broadcasting Corporation-ც რუსულ ნარატივზეა, თუ როგორ არის ჩვენი საქმე?!მგონი უმჯობესი იქნება, ზედმეტად კეკლუცობას, ძალად უკრაინელობას,ძალად რუსობას და გნებავთ ძალად ამერიკელობას თუ შეშვებიან მავანნი კარგი იქნება! ამ ყველაფერს კი ქართველობა, შენი ქვეყნის ინტერესების წინ დაყენება და შენი ხალხისთვის სიმართლის თქმა გაცილებით სჯობია!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner