logo_geo
eng_logo
ანალენა ბერბოკის განცახდებით, გერმანია დგას საქართველოს, მოლდოვასა თუ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გვერდით იმ დროს, როდესაც ისინი ევროკავშირისაკენ მიისწრაფვიან
- +

13 თებერვალი. 2023. 22:41

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი ანალენა ბერბოკი ჰაინრიხ ბიოლის ფონდის (მწვანეთა პარტია) ყოველწლიურ საგარეო-პოლიტიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. მის გამოსვლას ლაიტმოტივად გასდევდა როგორც ევროპაში, ისე გლობალურად გერმანიის სანდოობის აღდგენა/ შენარჩუნების კრიტიკული მნიშვნელობა.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის აგრესიის ფონზე გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი და ხაზი გაუსვა, რომ როდესაც საქმე დგას სამართლიანობასა და უსამართლობას, აგრესორსა და მსხვერპლს შორის არჩევანზე, გერმანია დგას სამართლიანობისა და ადამიანების მხარეს.

მისი განცხადებით, მიუღებელია ევროპასა თუ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ძალადობის გზით საზღვრების შეცვლის მცდელობები და ამგვარად მილიონობით ადამიანისთვის წარმოუდგენელი ტანჯვის მიყენება. მიუღებელია, რომ ვლადიმერ პუტინი ყველას თავს ახვევს გასული საუკუნეების ლოგიკას, როდესაც ძლიერის სამართალი ჯაბნის საერთაშორისო სამართალს. ეს კი, მისი განცხადებით, ბევრი ქვეყნისათვის მსოფლიოში აღმოჩნდა მწარე გაკვეთილი.

„და ეს სულაც არაა აბსტრაქტული შიში. განსაკუთრებით მოლდოვასა და საქართველოსთვის, სომხეთისთვისაც, რომელიც ამას სავსებით რეალურ საფრთხედ აღიქვამს. ამიტომ რუსეთის მეზობელი ქვეყნები დიდი გულისყურით უსმენენ პუტინის ისეთ წინადადებებს, რომლის თანახმად იგი საბჭოთა კავშირის დაშლას მე-20 საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად აფასებს“, - განაცხადა ბერბოკმა.

2023 წლისათვის საგარეო პოლიტიკის და დიპლომატიური მუშაობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანად მან საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, საერთაშორისო სამართლის გაძლიერება დასახა. განსაკუთრებით ქვეყნებში, რომლებით ისტორიულად თუ გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, რუსეთთან მჭიდროდ არიან გადახლართული. ამიტომ, ბერბოკის თქმით, გერმანია დგას საქართველოს, მოლდოვასა თუ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გვერდით იმ დროს, როდესაც ისინი ევროკავშირისაკენ მიისწრაფვიან, როდესაც ისინი ცდილობენ რუსეთის სადეზინფორმაციო კამპანიების წინააღმდეგ თავიანთი მედეგობის გაძლიერებას ან ჰაკერული თავდასხმებისაგან თავიანთი ინფრასტრუქტურის დაცვას.

right_banner right_banner
არქივი
right_banner