logo_geo
eng_logo
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: გამარჯვება არა მხოლოდ ტერიტორიების გათავისუფლებას უნდა ნიშნავდეს, არამედ უკრაინის არმიის ისეთ გაძლიერებას, რომ მას რუსეთი თავს აღარასოდეს დაესხას
- +

14 თებერვალი. 2023. 01:00

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი მიიჩნევს, რომ გამარჯვება არა მხოლოდ ტერიტორიების გათავისუფლებას უნდა ნიშნავდეს, არამედ უკრაინის არმიის ისეთ გაძლიერებას, რომ მას რუსეთი თავს აღარასოდეს დაესხას.

აღნიშნული პოზიცია ზალუჟნიმ ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების უმაღლეს სარდალთან და ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდალთან, გენერალ კრისტოფერ კავოლისთან სატელეფონო საუბრისას გამოთქვა.

„უკრაინის გამარჯვება ნიშნავს არა მხოლოდ მისი ტერიტორიების გათავისუფლებას, არამედ ისეთი პირობებისა და ისეთი შეიარაღებული ძალების შექმნას, რომელიც რუსებს არ მისცემს შესაძლებლობას, ჩვენს სახელმწიფოს მომავალში თავს დაესხან“, - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner