საქართველოს ისტორია განასახიერებს სიბნელიდან სინათლეში გადასვლას, რადგან უამრავი შემთხვევა იყო, როდესაც ქვეყანა გაბრწყინებას ახერხებდა უცხოელ დამპყრობელთა შემოჭრის შედეგად გამოწვეულ მძიმე დროს, - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დელეგაციასთან შეხვედრის დროს.
„ქართველი ხალხი ახერხებდა წინააღმდეგობის გაწევას ამ სირთულეებისთვის და ეს კულტურისა და რწმენის დამსახურებაა“, - აღნიშნა რომის პაპმა.
თავის მიმართვაში მან აღნიშნა, რომ სიტყვა „განათლება“ ქართულ ენაში სიტყვიდან „ნათელი“ მომდინარეობს.
„განათლებას, როგორც ბნელ ოთახში მოთავსებულ ნათურას, ყველაფრის იერსახის შეცვლის უნარი აქვს“, - განაცხადა მან.