logo_geo
eng_logo
რომის პაპი: ქართველი ხალხი ახერხებდა წინააღმდეგობის გაწევას სირთულეებისთვის და ეს კულტურისა და რწმენის დამსახურებაა
- +

14 თებერვალი. 2023. 01:31

საქართველოს ისტორია განასახიერებს სიბნელიდან სინათლეში გადასვლას, რადგან უამრავი შემთხვევა იყო, როდესაც ქვეყანა გაბრწყინებას ახერხებდა უცხოელ დამპყრობელთა შემოჭრის შედეგად გამოწვეულ მძიმე დროს, - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დელეგაციასთან შეხვედრის დროს.

„ქართველი ხალხი ახერხებდა წინააღმდეგობის გაწევას ამ სირთულეებისთვის და ეს კულტურისა და რწმენის დამსახურებაა“, - აღნიშნა რომის პაპმა.

თავის მიმართვაში მან აღნიშნა, რომ სიტყვა „განათლება“ ქართულ ენაში სიტყვიდან „ნათელი“ მომდინარეობს.

„განათლებას, როგორც ბნელ ოთახში მოთავსებულ ნათურას, ყველაფრის იერსახის შეცვლის უნარი აქვს“, - განაცხადა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner