logo_geo
eng_logo
თეთრი სახლის განმარტებით, არ არსებობს მინიშნება, რომ აშშ-ის თავზე ჩამოგდებული მფრინავი ობიექტები უცხოპლანეტელების ან არამიწიერი აქტივობისაა
- +

13 თებერვალი. 2023. 23:49

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განმარტა, რომ არ არსებობს მინიშნება, რომ აშშ-ის თავზე ჩამოგდებული მფრინავი ობიექტები უცხოპლანეტელების ან არამიწიერი აქტივობისაა.

„ვიცი, რომ იყო კითხვები და შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ არ არსებობს რაიმე მინიშნება უცხოპლანეტელების ან არამიწიერ აქტივობაზე ამ ბოლოდროინდელი ჩამოგდების დროს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამის თქმა თეთრი სახლიდან, რადგან ამის შესახებ ბევრს საუბრობენ“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

12 თებერვალს, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა კანადის თავზე კიდევ ერთი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს.

აღსანიშნავია, რომ ეს გასულ კვირაში ჩრდილოეთ ამერიკის თავზე ჩამოგდებული მესამე მფრინავი ობიექტი იყო. 5 თებერვალს, ამერიკელმა სამხედროებმა ატლანტის ოკეანის თავზე ჩინური სადაზვერვო საჰაერო ბუშტი ჩამოაგდეს, 11 თებერვალს კი ამერიკელმა სამხედროებმა ალასკას შტატის თავზე მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს, რომელიც, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის თქმით, წარმოადგენდა გონივრულ საფრთხეს სამოქალაქო ფრენების უსაფრთხოებისათვის.

right_banner right_banner
არქივი
right_banner