logo_geo
eng_logo
უკრაინულმა თავდაცვის ძალებმა რუსების კუთვნილი ორი თვითმფრინავი ჩამოაგდეს
- +

14 თებერვალი. 2023. 10:31

 

 

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსების კუთვნილი ორი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

 

„გასული დღის განმავლობაში, უკრაინულმა ავიაციამ 15 დარტყმა მიაყენა ოკუპანტების კონცენტრაციის ადგილებს. ჩვენმა დამცველებმა ასევე ჩამოაგდეს მტრის ორი - სუ-24მ და სუ-25 ტიპის თვითმფრინავი“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში.

 

უწყების ცნობით, გარდა ამისა, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა რუსების სამეთაურო პუნქტს, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 7 ზონას და რუსების კუთვნილ საბრძოლო მასალის საცავს დაარტყეს. გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან დარტყმების საფრთხე კვლავ მაღალია.

 

„გასული დღის განმავლობაში მტერმა უკრაინის ტერიტორიაზე 2 სარაკეტო და 32 საჰაერო დარტყმა განახორციელა. მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი, ცეცხლი 55-ჯერ გახსნა“, - აცხადებენ გენშტაბში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner