საქართველოს ეროვნულმა არქივმა 100-გვერდიანი წიგნი გამოსცა, სახელწოდებით „ჩვენი არქივი - ჩვენი საუნჯე". წიგნი თემატურადაა დაყოფილი და რამდენიმე ბლოკისგან შედგება: ისტორიული საბუთები; ხელნაწერ წიგნთა კოლექცია; უცხოური ხელნაწერები და ისტორიული საბუთები; მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ავტოგრაფები და ა.შ.
100-გვერდიან გამოცემაში, ერთი მხრივ, გვხვდება საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი ხელნაწერები და ისტორიული საბუთები, ხოლო მეორე მხრივ - მასალა, რომელიც პირველად ქვეყნდება.
წიგნი ორენოვანია და განსაზღვრულია საზოგადოების ფართო წრისათვის.