logo_geo
eng_logo
ლორია სათასო მატჩს გამოტოვებს, მაგრამ მოედანს მალე დაუბრუნდება
- +

14 თებერვალი. 2023. 11:13

 

 

ფამაგუსტას „ანორთოსისი“ ლარნაკას „ოლიმპიაკოსთან“ კვიპროსის თასის მატჩისთვის გიორგი ლორიას გარეშე ემზადება, რადგან ქართველი მეკარე ტრავმირებულია.

 

გიორგი ლორია „ნეა სალამინასთან“ ჩემპიონატის მატჩში დაშავდა, მაგრამ, სამედიცინო შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით, გუნდში იმედოვნებენ, რომ 37 წლის ქართველი მოედანს მალე დაუბრუნდება.

 

ცნობილია, რომ ხუთშაბათს, 16 თებერვალს სათასო მატჩში საქართველოს ნაკრების მეკარე „ანორთოსისს“ ვერ დაეხმარება, რადგან ბოლო ვარჯიში გააცდინა. კლუბის მიერ გავრცელებული ცნობის მიხედვით, ლორია თამაშისთვის მზად არაა.

 

სავარაუდოდ, ლორია ჩეპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის, „პაფოსის“ წინააღმდეგ მოედანზე გასვლას 20 თებერვალსაც ვერ შეძლებს. მაგრამ გიორგის მდგომარეობა უახლოეს დღეებში შეფასდება და არის ალბათობა, რომ 25 თებერვალს ლიმასოლის აელ-თან სათამაშოდ მზად იქნება.

 

მცირე ტრავმა აწუხებდა „ანორთოსისის“ ქართველ თავდამსხმელს, ავთანდილ ებრალძესაც, მაგრამ მომჯობინდა და, სავარაუდოდ, სათასო მატჩში ითამაშებს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner