logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ პატარქალიშვილი: ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბ-ნი ლევანისა და მამაჩემის სულები
- +

13 თებერვალი. 2023. 17:06

 

 

ნიკოლოზ პატარქალიშვილი სოციალურ ქსელში მამამისს კონსტანტინე პატარქალიშვილს და ლევან ჩიქვანაიას იგონებს.

 

„დღეს 98 წლის გახდებოდა კონსტანტინე (კოტე) პატარქალიშვილი. 40 წელზე მეტ ხანს, პატიოსნად ემსახურა განათლების სისტემას. აქედან,  დიდხანს მუშაობდა თბილისის განათლების სამმართველოში, სანამ ამ სამმართველოს  გააუქმებდნენ.

 

P.S. გასული საუკუნის 80-იან წლებში, თბილისის სამმართველოს უფროსი იყო ბ-ნი ლევან ჩიქვანაია. ერთ დღეს,  მასთან შეხვედრა მსურდა და მამაჩემს ვთხოვე, რომ მისთვის ეთქვა. მაგრამ მამაჩემისგან ცივი უარი მივიღე.  ერთ მშვენიერ დღეს გავეშურე განათლების სამმართველოსკენ (ლერმონტოვის ქ. N:8)  და  მე თვითონ  ვთხოვე ბ-ნ ლევანის მდივანს, რომ მოეხსენებინა მისთვის და დაეკმაყოფილებინა  ჩემი თხოვნა.  მდივანმა, რა თქმა უნდა, შეასრულა ჩემი თხოვნა, მოახსენა ბ-ნ ლევანს და როცა  ბ- ნ ლევანის კაბინეტიდან გამოდის, კარებს  ღიას ტოვებს  და  მომმართვს: „ბ-ნი ლევანი გელოდებათ, შებრძანდითო“!  შევდივარ ბ-ნ ლევანის კაბინეტში (დიდი კაბინეტი ჰქონდა)  და რას ვხედავ! კაცი სწრაფად  დგება თავის სავარძლიდან  და კაბინეტის  შუა ნაწილში  მეგებება, დიდი სიხარულით!!! მე კიდევ ვფიქრობ, ბ- ლევანს ვიღაცაში ხომ არ ვეშლები-თქო... მომესალმა, გადამეხვია ბ-ნი ლევანი და რამდენიმე წუთის განმავლობაში, სულ მამაჩემის ქებაში იყო: „რა კარგი მამა გყავს და რა კარგი კაცის შვილი ხარო“.  რა დამავიწყებს ამ შეხვედრას, ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბ-ნი ლევანისა და მამაჩემის სულები“, - წერს ნიკოლოზ პატარქალიშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner