საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი გოგა ბითაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ „ინდიანა პეისერსიდან“ გაუშვეს, კარიერას კვლავ NBA-ის გუნდ, „ორლანდო მეჯიქში“ გააგრძელებს. ეს ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
გუნდის პოლიტიკის გათვალისწინებით, კონტრაქტის დეტალები არ მჟღავნდება, თუმცა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი ახალი კონტრაქტი 2 წელზე იქნება გათვლილი.
გოგა ბითაძე 2019 წელს „ინდიანა პეისერსმა“ დრაფტის პირველ რაუნდში, მე-18 ნომრად აიყვანა. მას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 170 მატჩი აქვს ჩატარებული, რა დროშიც, საშუალოდ, 4.8 ქულას და 2.8 მოხსნას აგროვებდა.
NBA-ში მას საუკეთესო თამაში „დეტროიტ პისტონსის“ წინააღმდეგ ჰქონდა, როდესაც 14 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
„პეისერსში“ გადასვლამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი სამშობლოში, ასევე სერბეთისა და მონტენეგროს გუნდებში თამაშობდა.