ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა სინოდის სხდომის დაგვიანებით დაწყების მიზეზი განმარტა. მისი თქმით, სხდომა დაგვიანებით იმიტომ დაიწყო, რომ პატრიარქი „სუსტად იყო“.
„პატრიარქი სუსტად იყო, ძალა მოიკრიბა და შემდეგ ჩატარდა [სხდომა]. ჩვენ ამასობაში ვიყავით ერთად, ვისაუბრეთ, დიდი ხნის უნახავები ერთმანეთს შევხვდით და ძალიან კარგი იყო ერთად რომ ვიყავით“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.