აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში სტრატეგიულად, ოპერატიულად და ტაქტიკურად წააგო.
„პუტინი ფიქრობდა, რომ შეეძლო უკრაინის სწრაფად დამარცხება, ნატოს გახლეჩვა და დაუსჯელად მოქმედება. ის შეცდა“, - აღნიშნა მარკ მილიმ.
„უკრაინა რჩება თავისუფალი და დამოუკიდებელი. ნატო არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი. მსოფლიო რჩება შთაგონებული უკრაინელების სიმამაცითა და გამძლეობით. რუსეთმა წააგო - წააგო სტრატეგიულად, ოპერატიულად და ტაქტიკურად და უზარმაზარ ფასს იხდის ბრძოლის ველზე“, - განაცხადა მან.