logo_geo
eng_logo
გენერალი მარკ მილი: პუტინი ფიქრობდა, რომ შეეძლო უკრაინის სწრაფად დამარცხება, ნატოს გახლეჩვა და დაუსჯელად მოქმედება - ის შეცდა
- +

15 თებერვალი. 2023. 01:23

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში სტრატეგიულად, ოპერატიულად და ტაქტიკურად წააგო.

„პუტინი ფიქრობდა, რომ შეეძლო უკრაინის სწრაფად დამარცხება, ნატოს გახლეჩვა და დაუსჯელად მოქმედება. ის შეცდა“, - აღნიშნა მარკ მილიმ.

„უკრაინა რჩება თავისუფალი და დამოუკიდებელი. ნატო არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი. მსოფლიო რჩება შთაგონებული უკრაინელების სიმამაცითა და გამძლეობით. რუსეთმა წააგო - წააგო სტრატეგიულად, ოპერატიულად და ტაქტიკურად და უზარმაზარ ფასს იხდის ბრძოლის ველზე“, - განაცხადა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner