logo_geo
eng_logo
ზურაბ ტყემალაძე: დავით უსუფაშვილს დიდ პატივს ვცემ
- +

9 მარტი. 2016. 22:56


„მრეწველთა პარტიის" ლიდერის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით „რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებსა და გოგი თოფაძეს შორის არსებული დაპირისპირება იმაზე მიუთიტებს, რომ კოალიციაში სრული დემოკრატიაა.


როგორც ტყემალაძემ გადაცემაში 2030 განაცხადა, დავით უსუფაშვილს ის დიდი პატივს სცემს:


ბატონ დავით უსუფაშვილს დიდ პატივს ვცემ. სიმართლე გითხრათ, ზოგიერთი რესპუბლიკელი მას უფრო ებრძვის, ვიდრე - ჩვენ. პოლიტსაბჭოზე ვიგრძენი, რომ ის უფლებამოსილებით აღჭურვილი არ იყო, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით, პოზიცია რესპუბლიკელების სახელით დაედასტურებინა.

 

გუნდში განსხვავებული აზრების არსებობა, სწორედ დემოკრატიაზე მიუთითებს. გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა საქმის კეთებაში ხელს არ გვიშლის. ყველა პარტიას თავისი წვლილი აქვს და ერთად ბევრს მივაღწიეთ. დღეს არ არსებობს ოჯახი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში, ოპერაციის გაკეთების საშუალება არ აქვს. გვახსოვს დრო, როცა ეს ადამიანებს ვალების აღების ფასად უჯდებოდათ და სხვა მრავალი. კოალიციის სისუსტე სუსტი პიარკამპანიაა." - აღნიშნავს ზურაბ ტყემალაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner