„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვაკის მე-2 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბიძინა გეგიძე 30 აგვისტოს წყნეთის მოსახლეობასთან ორ შეხვედრას გამართავს.
პირველი შეხვედრა 17:00 საათზე რუსთაველის 37 ნომერში გაიმართება, 19:00 საათზე კი იგი გურამიშვილის 18 ნომერში გამართავს შეხვედრას.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ნაძალადევის მე-19 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა გაბუნია ელექტორატს 19:00 საათზე შეხვდება.
შეხვედრა თემქაზე, ანაპისა და ურეკის ქუჩების კვეთაზე, სკვერში გაიმართება.