logo_geo
eng_logo
უკრაინის პარლამენტის სპიკერი: რუსეთის დელეგაციისთვის ვიზების გაცემა ავსტრიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად მიუღებელია
- +

15 თებერვალი. 2023. 00:14

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაციისთვის ვიზების გაცემა ავსტრიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად მიუღებელია.

„23-24 თებერვალს ვენაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაა დაგეგმილი. ავსტრიულმა მხარემ რუსეთის წარმომადგენლებისთვის ვიზის გაცემაზე უარი არ თქვა. მიუღებელია და აღმაშფოთებელია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ შეხვედრაზე უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების ერთ მაგიდასთან ყოფნა“, - აღნიშნა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner