logo_geo
eng_logo
სტოლტენბერგი: ნატოს მოკავშირეები მხარს დაუჭერენ უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება
- +

14 თებერვალი. 2023. 21:39

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირეები, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ ევროკავშირთან, გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.

„ნატოს მოკავშირეები უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას. პრეზიდენტმა პუტინმა ორი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა - მან არასათანადოდ შეაფასა უკრაინელი ხალხისა და მისი შეიარაღებული ძალების სიძლიერე და გამბედაობა და ნატოსა და ჩვენი პარტნიორების სიმტკიცე და ერთიანობა“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner