ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირეები, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ ევროკავშირთან, გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.
„ნატოს მოკავშირეები უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას. პრეზიდენტმა პუტინმა ორი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა - მან არასათანადოდ შეაფასა უკრაინელი ხალხისა და მისი შეიარაღებული ძალების სიძლიერე და გამბედაობა და ნატოსა და ჩვენი პარტნიორების სიმტკიცე და ერთიანობა“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.