logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ის, რაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხდება, პირდაპირი რეკეტია
- +

15 თებერვალი. 2023. 14:26

 

 

„ის, რასაც დღეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ვხედავთ, კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელია“, - თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან იურიდიული ფირმა „MKD Law“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

 

მისი შეფასებით,  რასაც შვეიცარიული ბანკი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აკეთებს, პირდაპირი რეკეტია.

 

„საოცრებაა ის ყველაფერი, რაც ხდება. ნამდვილად არაფერი მიკვირს. მსოფლიო შეცვლილია. ის,  რაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხდება, პირდაპირი რეკეტია. სამწუხაროა, რომ ეს ხდება ევროპულ, განვითარებულ ქვეყნებში, საითკენაც მივისწრაფვით. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით დემოკრატიაზე, მთელ რიგ საკანონმდებლო ცვლილებებს ვიღებდით, ვდგამდით კონკრეტულ ნაბიჯებს  ევროინტეგრაციის გზაზე. ამ დროს დღეს ვაწყდებით საოცარ ფაქტებს, რაც კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner