შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებმა, ბარაქ ობამაზე თავდასხმის დაგეგმვის გამო, მასაჩუსეტსში მცხოვრები 40 წლის ჯოზეფ გარგიულო დააკავეს. ეჭვმიტანილის სახლის ჩხრეკისას ძალოვნებმა დიდი ოდენობით ასაფეთქებელი მოწყობილობები, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღები ამოიღეს. გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლების განცხადებით, გარგიულო თეთრი სახლის ლიდერზე თავდასხმას მარტას-ვინიარდის კუნძულზე ყოფნისას გეგმავდა.