logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს მინდა შევახსენო, რომ საქართველო ევროკავშირის კოლონია არ არის!
- +

15 თებერვალი. 2023. 14:34

 

 

„ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს მინდა შევახსენო, რომ საქართველო ევროკავშირის კოლონია არ არის!“ - ასე ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე  ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, სადაც მან განაცხადა, „თქვენ ვერ მიიღებთ ამ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“.

 

ჩიხელიძე წერს, რომ სააკაშვილი რომ დამნაშავეა, ამაზე არა მხოლოდ ქართული სასამართლო სისტემა, არამედ სტრასბურგიც საუბრობს.

 

„ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს მინდა შევახსენო, რომ საქართველო ევროკავშირის კოლონია არ არის! როგორც კუბილიუსმა განაცხადა: „ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ თქვენ ვერ მიიღებთ ამ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“. საინტერესოა, რა შედის მათ წესებს, როგორც აღმოჩნდა, საქართველოს სააკაშვილის საპატიმროში ყოფნას და ომში არჩართვას ვერ აპატიებენ.

 

სააკაშვილი რომ დამნაშავეა, ამაზე არა მხოლოდ ქართული სასამართლო სისტემა, არამედ სტრასბურგიც საუბრობს, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ევროპისკენ ვილტვით, კანონის უზენაესობა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის უპირობო აღიარებაა, კუბილიუსი კი გვეუბნება, რომ ერთი ავაზაკის გამო კანონი და სასამართლო დამოუკიდებლობა დავივიწყოთ.

 

(უგულავას საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგმა ღიად თქვა, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, ის გადაწყვეტილებას კანონზე და ფაქტებზე დაყრდნობით იღებს). ასე არ გამოვა, ბატონებო, სააკაშვილის გათავისუფლება დაუშვებელია, კანონის მოთხოვნის გადახედვა არ და ვერ მოხდება! ბოლო დროს კორუფციის ბრალდებით რამდენიმე ევროპარლამენტარი დაიჭირეს, ეჭვი მაქვს, მათ რიცხვს კუბილიუსი მალე შეუერთდება, რადგან მისი აქტიურობა, რომელიც ალოგიკურია, ტოვებს საფუძვლიან ეჭვს, რომ კუბილიუსი ახლოს დგას სააკაშვილის ფულთან.

 

რაც შეეხება ომის თემას, ყოველდღიურად მყარდება ეჭვი, რომ მსოფლიოსთვის მისაღები და საინტერესო დანგრეული საქართველოა, ძლიერი საქართველო მათ გეგმებში არ შედის.

 

ბოლოს კვლავ კუბილიუსის სიტყვებს დავუბრუნდები, ბატონო ანდრიუს, საქართველო არა თქვენი, არამედ ქართველი ხალხის წესებით იმოქმედებს, წესებით, რომელიც სახელმწიფოს ინტერესების დაცვაზე გადის“, - წერს „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner