უზენაესი საბჭოს წევრის ვიქტორ დომუხოვსკის მეუღლე რუსუდან კიკალეიშვილი მეუფე ნიკოლოზის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და პოლიტიკური პატიმრის ნემო ჭანტურიას 1994წელს გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.
„Political prisoner Nemo Chanturia - tortured (1994) human rights abuses in the country of Georgia
„მიხეილ სააკაშვილი კი არა, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაშიო“, - მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა? 2015 წელს გარდაცვლილი ბერი გაბრიელი ერისკაცობაში ნემო ჭანტურიაც არ გაუგია? არც ზაზა წიკლაური?
ახლა რატომ ამოვყარე ეს მასალები...
იმ დროს სააკაშვილი ადამიანის უფლებებს „იცავდა“ ... მერე იუსტიციის მინისტრი იყო. ხომ ასეა, ხომ არაფერი მეშლება? და იმდროინდელი მისი პუბლიკაციებიც არსებობს, სადაც „ახლა სიმშვიდეა საჭიროო“... ისიც გვახსოვს, ირინა ენუქიძეს რომ მოძღვრავდა - დაჯექი შენთვის და იტირე შენი შვილიო... ჰო და კიდევ, ნემო ჭანტურია და ზაზა წიკლაურის საქმეები არ იყო „ერთეული და ცალკეული შემთხვევები“...
ეს ფოტო ციხის საავადმყოფოშია გადაღებული. ლალი ლომაძის ჩექმაში ჩამალული ფოტოაპარატით...“ - წერს რუსუდან კიკალეიშვილი.