logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ევროპამ ელენე ხოშტარია და მისი მსგავსნი ФСБ-ს (ადრე КГБ) აგენტებად გამოაცხადა!
- +

15 თებერვალი. 2023. 16:11

 

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე ელენე ხოშტარიას შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ევროპამ ელენე ხოშტარია და მისი მსგავსნი რუსეთის ФСБ-ს (ადრე КГБ) აგენტებად გამოაცხადა!

 

პოლონეთის მთავრობამ (რომელსაც რამდენიმე ევროპული ქვეყანაც მიჰბაძავს) რუსეთის უშიშროების აგენტობის ბრალდებით ხელისუფლებიდან (მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ა.შ.) გაყარა ყველა ის პირი, რომელსაც მოსკოვში აქვს დამთავრებული  МГИМО!

 

ანუ ევროპამ აღიარა, რომ МГИМО-დამთავრებული პირების 100% არის КГБ-ს ნომრიანი აგენტები!

 

საქართველოში ელენე (ლЯკა) ხოშტერია გახლავთ ევროპაში КГБ- ს ფილიალად გამოცხადებული МГИМО-ს კურსდამთავრებული ანუ ჯერ საბჭოთა, ხოლო ახლა რუსეთის უშიშროების სტაჟიანი აგენტი!

 

ევროპამ კოლექტიური ლяკა ხოშტერიები რუსეთის უშიშროების აგენტებად აღიარა და წითელი ბარათი უჩვენა მათ!

 

ახლა რაღას იტყვის პუტჩისტის - ასევე КГБ-ს აგენტის გოგია ხოშტერიას მიერ მოღალატედ აღზრდილი და დასავლეთში აგენტად მხილებული ლяკა ხოშტერია?!

 

სასწრაფოდ მოვითხოვ „ლუსტრაციის კანონის“ მიღებას და უშიშროების არქივის გახსნას, სადაც მკაფიოდ არის აღწერილი რუსეთის უშიშროების აგენტების გოგი და ელენე ხოშტერიების მოღალატეობრივი საქმიანობა, მათი პატაკები, დაბეზღებები და რუსეთის სასარგებლოდ მუშაობის ფაქტები!

 

მამა-შვილ ხოშტერიების და უცხო ქვეყნის ყველა აგენტის ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს“, - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner