საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, ჩარგალეთის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, 2 050 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. ამ დროისთვის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს.
აქამდე აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი არ არსებობდა.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 190 000 ლარით დაფინანსდა.