„უკრაინის წევრობაზე ალიანსის პოზიცია არ შეცვლილა. ჩვენ ძალიან ბევრჯერ გავიმეორეთ ის, რისი პირობაც უკრაინამ წლების წინ მიიღო, რომ ქვეყანა აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს მთელი ყურადღების კონცენტრაცია და ძალების მობილიზაცია არის უკრაინის მიერ ომის მოგების უზრუნველყოფაზე“, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„ჩვენ არაერთხელ მოვახდინეთ ნატოს ღია კარის დემონსტრირება და გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ორგანიზაციის გაფართოების თვალსაზრისით. ნატოში გაწევრიანდა მონტენეგრო და ჩრდილოეთ მაკედონია. ორივე შემთხვევაში რუსეთი ეწინააღმდეგებოდა ნატოს გადაწყვეტილებებს, მაგრამ ამ ინდივიდუალურმა ქვეყნებმა და ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა მიიღეს გადაწყვეტილება. ისინი ჯერ მოვიპატიჟეთ ორგანიზაციაში, გავიარეთ ყველა ეტაპი, პროცედურა და ისინი ახლა უკვე წევრები არიან. ახლა ფინეთი და შვედეთი ძალიან ახლოს არიან წევრობასთან. უკრაინის წევრობაზე ალიანსის პოზიცია არ შეცვლილა. ჩვენ ძალიან ბევრჯერ გავიმეორეთ ის, რისი პირობაც უკრაინამ წლების წინ მიიღო, რომ ქვეყანა აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს მთელი ყურადღების კონცენტრაცია და ძალების მობილიზაცია არის უკრაინის მიერ ომის მოგების უზრუნველყოფაზე, რადგან ერთადერთი გზა ინტეგრაციისთვის და ევროატლანტიკური თანამშრომლობისთვის არის შემდეგი - უკრაინა იყოს სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. ახლა ნატოსთვის მნიშვნელოვანია უკრაინამ მიიღოს დაპირებული იარაღი, რათა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვონ უკრაინის ტერიტორია“, - აცხადებს სტოლტენბერგი.