logo_geo
eng_logo
მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
- +

15 თებერვალი. 2023. 19:30

მეტროსადგური „ვარკეთილი“, ერთ-ერთი ესკალატორის დაზიანების გამო, მგზავრთა მიღებას დროებით წყვეტს. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

„მეტროს მომსახურებით ისარგებლებენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც მიემართებიან „ვარკეთილისკენ“. ადგილზე უკვე მუშაობს შესაბამისი ტექნიკური სამსახური, რათა დროულად აღმოიფხვრას ხარვეზი. სადგური მუშაობას ესკალატორის შეკეთებისთანავე განაახლებს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, - აღნიშნულია განცხადებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner