უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, ის თანამდებობაზე დარჩება.
კითხვაზე, გეგმავს თუ არა თავდაცვის მინისტრად დარჩენას უახლოეს თვეებში, რეზნიკოვმა უპასუხა:
დიახ, ეს ჩემი პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო.
უკრაინის თავდაცვის უწყებაში კორუფციული სკანდალის შემდეგ, სამინისტრომ საკადრო ცვლილებები გამოაცხადა.