logo_geo
eng_logo
ზელენსკი: ბახმუტი ცოცხალი კედელია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჯარები დეოკუპაციისთვის მოვამზადოთ
- +

15 თებერვალი. 2023. 20:08

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყველაზე რთული საბრძოლო ვითარება ახლა ბახმუტისა და უგლედარის მიმართულებით არის, თუმცა უკრაინელი სამხედროები მტერს მაქსიმალურ დანაკარგს აყენებენ.

„ყველაზე რთული სიტუაცია, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზეა, ყველაზე რთული და ყველაზე ცხელი ბახმუტის მიმართულებითაა. ასევე დავამატებდი უგლედარის მიმართულებასაც”, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ბახმუტი ცოცხალი ხალხისგან შემდგარი ციხესიმაგრეა, ცოცხალი კედელია. ეს ომი ძალიან ძვირია ჩვენი სახელმწიფოს ისტორიისთვის. მაგრამ, ამ ყველაფერთან ერთად, ხალხი ძლიერია, ისინი მტკიცედ იცავენ თავს, ესმით, რომ უკრაინისთვის ციხესიმაგრე არიან, რათა მოემზადონ ყველა ტერიტორიის დეოკუპაციისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner