logo_geo
eng_logo
ურსულა ფონ დერ ლაიენი: დღეს ჩვენ ვაძლიერებთ რუსეთზე ზეწოლას ევროკავშირის სანქციების მეათე პაკეტით
- +

16 თებერვალი. 2023. 01:22

ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ ომს აწარმოებს არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ რუსეთის სამიზნეა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობა. აგრესორმა უნდა გადაიხადოს დიდი ფასი ამ ქმედებებისთვის. დღეს ჩვენ ვაძლიერებთ რუსეთზე ზეწოლას ევროკავშირის სანქციების მეათე პაკეტით, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მან დეტალურად ისაუბრა დამატებით სანქციებზე.

პირველ რიგში, ჩვენს მიერ დაწესებული შეზღუდვა ითვალისწინებს ექსპორტის შემდგომ აკრძალვას, რაც 11 მილიარდ ევროს შეადგენს და ამას ვაკეთებთ, რათა რუსეთის ეკონომიკას კრიტიკული ტექნოლოგიებზე წვდომა ჩამოერთვას. ს მაქსიმალური ზემოქმედებისთვის გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ გვაქვს მრავალი ინდუსტრიული საქონელი, რომელიც რუსეთს სჭირდება და რომელიც მას არ შეუძლია მესამე ქვეყნებიდან შეავსოს. სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონელი,როგორიცაა ელექტრონიკა, სპეციალიზებული მანქანები, მანქანების ნაწილები, სატვირთო მანქანების სათადარიგო ნაწილები და რეაქტიული ძრავები.

მეორე, ჩვენ კიდევ უფრო შევზღუდავთ ორმაგი დანიშნულების საქონლისა და მოწინავე ტექნოლოგიების საქონლის ექსპორტს. ჩვენ ვაწესებთ კონტროლს 47 ახალ კომპონენტზე, რომლებიც შეიძლება რუსეთმა შეიარაღების სისტემებში გამოიყენოს, მათ შორის თვითმფრინავებში, რაკეტებსა და ვერტმფრენებში. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი ვერ ნახავენ გზებს, რათა თავი აარიდონ სანქციებს. სწორედ ამიტომ, პირველად ჩვენ ვამატებთ მესამე ქვეყნის კომპონენტს. მეათე პაკეტის თანახმად, ვამატებთ შვიდ ირანულ ერთეულს. ეს უნდა იყოს ძლიერი შემაკავებელი ფაქტორი სხვა კომპანიებისთვის.

მესამე საკითხი რუსეთის პროპაგანდისტულ მანქანას ეხება. პუტინი ბრძოლის ველის გარდა აწარმოებს ომს საჯარო სივრცეში პროპაგანდისტების არმიით და დეზინფორმაციული ქსელებით. ისინი ავრცელებენ ტოქსიკურ ტყუილს ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციისთვის. ამიტომ ჩვენ ვზრდით სანქცირებულ პირთა ჩამონათვალს -პუტინის პროპაგანდისტები, სამხედრო და პოლიტიკური მეთაურები.

ჩვენ ახლა გვაქვს ყველაზე მკაცრი სანქციები, რაც კი ოდესმე ამ ორგანიზაციას დაუწესებია. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მათი იმპლემენტაცია მოხდება. მეათე პაკეტით ვიღებთ ახალ ზომებს სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ოლიგარქებს, რომლებიც ცდილობენ დამალონ ან გაყიდონ თავიანთი აქტივები სანქციებისგან თავის დასაღწევად. წევრ ქვეყნებთან ერთად ჩვენ მოვახდენთ ევროკავშირში არსებული რუსეთის ცენტრალური ბანკის ყველა გაყინული აქტივების შეფასებას. ეს გადამწყვეტია უკრაინის რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად.

და ბოლოს, ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ წევრ ქვეყნებთან და პარტნიორ ქვეყნებთან. ჩვენი სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ოსალივანი მიმართავს მესამე ქვეყნებს, რათა უზრუნველყონ სანქციების განხორციელება და თავიდან აიცილონ შეზღუდვებისგან გვერდის ავლა. მომავალ კვირას გაიმართება სანქციების კოორდინატორთა ფორუმი, რომელიც შეკრებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და წევრ ქვეყნებს, რათა გავაძლიეროთ აღსრულების ძალისხმევა. ჩვენ ერთად უფრო და უფრო გავამკაცრებთ ზეწოლას რუსეთზე. მოვუწოდებ წევრ ქვეყნებს, სწრაფად მიიღონ სანქციების ეს ახალი პაკეტი. ჩვენი მიზანია, ჩვენს G7-ის პარტნიორებთან ერთად, 24 თებერვლამდე დაწესდეს მნიშვნელოვანი სანქციები - ზუსტად ერთი წლის შემდეგ, რაც პუტინმა დაიწყო ომი“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner