logo_geo
eng_logo
ბორელი უკრაინის მოკავშირეებს მოუწოდებს, უკრაინას რაც შეიძლება მეტი ტანკი და რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ
- +

16 თებერვალი. 2023. 01:52

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა უკრაინის მოკავშირეებს მოუწოდა, უკრაინას რაც შეიძლება მეტი ტანკი და რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ.

ჟოზეფ ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება ყველა ის ტანკი, რომელიც მოკავშირეებს შეუძლიათ მას მიაწოდონ.

„ჩვენ გვჭირდება ეს ტანკები, უკრაინას სჭირდება. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. მე ვიცი, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში ასობით ტანკია, ზოგიერთი მათგანის განახლებაა საჭირო, მაგრამ შემდეგ თქვენ უნდა მიაწოდოთ ისინი [უკრაინას] და ეს სწრაფად უნდა გააკეთოთ, რადგან გაზაფხულზე ძალიან გვიანი იქნება“, - აღნიშნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner