კრიმინალური ინდექსის მიხედვით, 118 ქვეყანას შორის საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სამეულშია.
კრიმინალური ინდექსის 2016 წლის პირველი ნახევრის მონაცემების მიხედვით, 118 ქვეყანას შორის საქართველო 116-ე ადგილზეა.
საქართველოს უსაფრთხოების მაჩვენებლის თვალსაზრისით მხოლოდ სინგაპური და სამხრეთ კორეა უსწრებენ.
კრიმინალურმა ინდექსმა, აღნიშნული მონაცემების მიხედვით, 19,26% შეადგინა, ხოლო უსაფრთხოების მაჩვენებელმა - 80,74%.
ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, უკრაინა 43-ე ადგილზეა, თურქეთი 75-ეზე, რუსეთი 50-ეზე, აზერბაიჯანი 95-ეზე, ხოლო სომხეთი 99-ეზე.
კრიმინალური ინდექსის მონაცემებით, ყველაზე საფრთხის შემცველ ქვეყანათა ხუთეულში ვენესუელა, პაპუა-ახალი გვინეა, ჰონდურასი, სამხრეთ სუდანი და სამხრეთ აფრიკაა.
ამ მონაცემების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები 46-ე ადგილზეა, დიდი ბრიტანეთი 65-ე, შვეიცარია 108-ე, ხოლო საფრანგეთი - 64-ე.